ბიზნესი
05/08/2020

ევროკავშირი და FAO სასოფლო-სამეურნეო გრანტების პროგრამის მესამე ეტაპს იწყებენ

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირი (EU) სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპს აცხადებს.

საგრანტო ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მინიმალური ოდენობა 1000 დოლარის ექვივალენტია ლარში, მაქსიმალური - 150 000 დოლარის ექვივალენტი ლარში.

გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს 40%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 60%-ის თანადაფინანსება.

ყველა საგრანტო განაცხადის წარდგენა მოხდება შემდეგ პლატფორმაზე. პირველი და მეორე ციკლის დროს მიღებული განაცხადები განხილვის პროცესშია. მესამე საგრანტო ციკლი დაიწყო 6 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე. ამ საგრანტო ციკლში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს რომლებიც ითხოვენ თანამონაწილეობრივ გრანტს მხოლოდ ტრაქტორის შესაძენად.

ამ საგრანტო ციკლში პრიორიტეტი მიენიჭება ტრაქტორის შესაძენად შემოსულ საგრანტო განაცხადებს.

დეტალები გრანტთან დაკავშირებით

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023