ბიზნესი
02/07/2021

"ევექსი ჰოსპიტალები" "ინგოროყვას კლინიკაში" 10%-იანი წილის გაყიდვას წელს გეგმავს

ე.წ „ინგოროყვას კლინიკაში“ (შპს „გნკო“) 10%-იანი წილის გაყიდვას „ევექსი ჰოსპიტალები“ წელს გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიამ ფინანსურ ანგარიშგებაში დაწერა.

„მიუხედავად პანდემიისა, კომპანიის შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ 11%-ით შემცირდა. 2020 წლის მეორე ნახევარში კომპანიამ გაასხვისა მის მფლობელობაში არსებული შპს „გნკო“-ს 50%-იანი წილის 40%, რაც მენეჯმენტის აზრით კიდევ უფრო გააჯანსაღებს კომპანიის ფინანსურ და საოპერაციო მაჩვენებლებს. დარჩენილი 10%-ის გასხვისება იგეგმება 2021 წლის განმავლობაში“, - ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის „ევექსი ჰოსპიტალები“ ფლობდა 17 ჰოსპიტალს, 2596 საწოლით.

ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:

შემოსავალი სამედიცინო მომსახურებიდან - 255,218,000

საერთო მოგება - 95,663,000

EBITDA1 – 57,012,000

წლის ზარალი - (31,504,000 ₾)

ამ დროისათვის სააქციო საზოგადოება სს ევექსის ჰოსპიტლები „გნკო“ -ში 10% ფლობს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 40% ; გიორგი ინგოროყვა - 50%.

 

Businesspartner