ბიზნესი
21/07/2020
"ეშვმა" და "ნევერნოთ ჯეველერმა" 410 000 ლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს
საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. ქართულმა კომპანიებმა "ეშვი" და "ნევერნოთ ჯეველერი" პროდუქცია, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ შოურუმში წარადგინეს და ბიზნესკონტაქტებიც დაამყარეს.
კომპანიებმა საერთაშორისო პარტნიორებთან 410 000 ლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს. კომპანიები შოურუმებში მონაწილეობა 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მიიღეს.