"ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი" - რეგულაციების დამრღვევები დაჯარიმდებიან
ის სავაჭრო ობიექტი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს მიღებულ გადაწყვეტილებებს დაარღვევს დაჯარიმდება, ან საქმიანობა შეუჩერდება.
"იცით, რომ ჩვენი სავაჭრო სეგმენტი ძალიან დიდი დამსაქმებელია, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს. ჩვენ კი გეგმაზომიერი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს გადაწყვეტილება მაქსიმალური დაცვის ზომებით მივიღეთ. ეს არ იქნება ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპინგი, რასაც მიჩვეულები ვართ. ეს იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები იქნება, მკაცრ ზომებს გამოვიყენებთ. ეს გადაწყვეტილება არ არის უპირობა და შეუქცევადი, როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომ სავაჭრო ობიექტი არღვევს შეზღუდვას, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ როგორც ჯარიმები, ასევე შეჩერების უფლებაც",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.