ბიზნესი
28/01/2021

"ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ"

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები თვითნებურად გახსნას გეგმავენ, - ამის შესახებ შპს ელიავას ბაზრობის წარმომადგენელმა თენგიზ შოშიაშვილმა განაცხადა.

„დაანონსებული იყო, რომ 1-ელ თებერვალს უნდა გავხსნილიყავით. მერე გავიგეთ, რომ გახსნა გადაიდო 15 თებერვლამდე. ჩვენთვის გაუგებარია რატომ გვბლოკავენ, მით უფრო როცა იციან, რომ ღია სივრცეში უნდა ვიმუშაოთ. თანახმა ვართ თანამშრომელთა ტესტირებაზე. ტესტირების ღირებულების 20%-ს მთავრობა დააფინანსებს და დანარჩენი ჩვენ უნდა ავანაზღაუროთ. ამაზე თანახმა ვართ. ჯამში 13 შპს-ია ჩვენთან და უამრავი ადამიანი უმუშევრად დარჩენილია. მათ უკან ოჯახები დგას, ვითარება საკმაოდ რთულია,“ - ამბობს შოშიაშვილი

Businesspartner