ბიზნესი
29/09/2020

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების ნაწილი "ჯიპიაიშია" დაზღვეული

“ელიავას ბაზრობაზე" ხანძრის შედეგად დაზიანებული მაღაზიების ნაწილი  ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ დამწვარია სამშენებლო მასალებისა და საოჯახო ინვენტარის 4 მაღაზია. მწარმეებს ქონების დაზღვევის პოლისი აქვთ გაფორმებული. ჯიპიაის ზარალების რეგულირების ჯგუფი ხანძრის გაჩენისთანავე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე,  ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს შეფასების პროცესი.

დიმიტრი ძირტკბილაშვილი, "ჯიპიაი ჰოლდინგის” საოპერაციო დირექტორი: “ჩვენი ჯგუფები შეტყობინების შემოსვლისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილზე და ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ექსპერტიზის დასკვნისა და შეფასების დასრულებისთანავე, მაქსიმალურად სწრაფად დავიწყებთ ზარალის დარეგულირების პროცესს.“

პოლისი ბიზნესი, რომლითაც დამწვარი მაღაზიების მფლობელები სარგებლობდნენ ხანძართან ერთად, ითვალისწინებს ისეთი შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, როგორიცაა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა-ყაჩაღობა, ვანდალიზმი და სხვა.

ჯიპიაიმ 2017 წელს ელიავას ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, რომელთაც ქონება და მარაგები  ჰქონდათ დაზღვეული, ჯამში 600 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა. 2019 წელს ქონების დაზღვევით კომპანიამ სულ 8 483 000 ლარი აანაზღაურა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022