ბიზნესი
04/12/2020

"ელექსირმა“ ევროპული ბიო-ორგანული სერტიფიკატი მოიპოვა

„ელექსირი“ არის 100% ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ადამიანისთვის და გარემოსთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ, ბიო პროდუქტებს.

„ელექსირი“ სერტიფიცირებულია საქართველოში, ევროკავშირსა და აშშ-ში.

„ელექსირმა“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის სრული დაცვით ბიო-ორგანული სერტიფიკატი მოიპოვა.

„ელექსირი“ ექსპორტზე ორიენტირებული ქართული საწარმოა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დისტრიბუტორებს მთელს მსოფლიოში. (დეტალურად)

„ელექსირი“- ს პროდუქცია 3 ძირითად სფეროს შეეხება:

ა) დეზინფექცია: სანიტარიის, ჰიგიენის, დეზინფექციისა და სტერილიზაციის მიმართულებით ევროკავშირში სერტიფიცირებული პროდუქტები:

  • ხელის და სხეულის სადეზინფექციო საშუალებები
  • ჰაერის და ზედაპირების დეზინფექტანტი
  • ვეტერინარული ჰიგიენა
  • საკვების და ჭურჭლის დეზინფექტანტი
  • სასმელი წყლისა და წყლის სისტემების დეზინფექტანტი

ბ)  აგრონომიის მიმართულებით - ეკომეგობრული პროდუქცია, რომელიც წარმოადგე­­­ნს მცენარის ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებას.

გ)   ვეტერინარიაში -  საკვებ/სასმელ დანამატი

მოგეხსენებათ, რომ ბიო მეურნეობის მხარდაჭერა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ განსაკურებული ყურადღებით ფასდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს  ეკოლოგიურად სუფთა ორგანული ნაყოფის მიღებას.

შესაბამისად, „ელექსირისთვის“ ევროპული ბიო/ორგანული სერტიფიკატის მიღება განსაკუთრებულ უპირატესობას აძლევს დისტრიბუტორებს - მათ შეუძლიათ საშეღავათო პირობებით განახორციელონ საქართველოში წარმოებული ბიო პროდუქტის იმპორტი და რეალიზაცია ევროკავშირში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022