ბიზნესი
15/02/2021

ეკონომიკის გახსნის საკითხი დაახლოებით 10 დღეში გადაწყდება - მთავრობა ეპიდსიტუაციას აკვირდება

მთავრობა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება. დაახლოებით 10 დღეში გადაწყდება, მოიხსნება თუ არა დარჩენილი რეგულაციების ნაწილი.

"ყველა შევჯერდით და ბიზნესმაც იცის, რომ არის დადებითობის მაჩვენებელი. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ დღევანდელი ვითარება შევინარჩუნოთ. დაახლოებით ერთი კვირა, ან ათი დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი სფეროების გახსნამ, როგორიც არის ტრანსპორტი, სკოლები. ეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯია",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ღია ტიპის ბაზრობებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციამ არაერთი დარღვევა გამოავლინა.

"ბაზრობებთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა არსებობს. ყველაფერი ისე არ არის და შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს. აი, ამ ყველაფრის შემდეგ გამოჩნდება შემდეგი ნაბიჯის თარიღები",- განმარტა მინისტრმა.