ბიზნესი
16/07/2020
"ეკო ჯეოპეტმა“ ახალი საწარმოო ხაზი დაამატა
პლასტიკის გადამამუშავებელმა საწარმომ „ეკო ჯეოპეტმა“ ახალი საწარმოო ხაზი შექმნა. კომპანია ტექნიკური პროდუქციის შესაფუთ ლენტებს გამოუშვებს.
ახალი ტექნოლოგიური ხაზის მოსაწყობად „ეკო ჯეოპეტმა“ გრანტი USAID-ისგან მიიღო.
საწარმოში ამბობენ, რომ ასეთი ტიპის პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე აქამდე არ იწარმოებოდა და მხოლოდ იმპორტირებული იყო.
ეკო ჯეოპეტი გეგმავს, რომ პროდუქციით ადგილობრივი ბაზარიც მოამარაგოს და მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც გავიდეს.
ახალი ტექნოლოგიური ხაზის წარმადობა თვეში ექვსი ტონაა.