ბიზნესი
08/02/2021

"ექიმის შეცდომა ერთ ადამიანს ღუპავს, მშენებლის შეცდომამ კი შესაძლოა, 100 ადამიანი დაღუპოს"

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან“ დედაქალაქში მიმდინარე პრობლემურ მშენებლობებზე საუბრობს. ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, რომ არაერთი ნაგებობა ისეთ ადგილზეა აშენებეული, სადაც ეს დაუშვებელია.

„ექიმის შეცდომა ერთ ადამიანს ღუპავს, მშენებლის შეცდომამ კი შესაძლოა, 100 ადამიანი დაღუპოს. მშენებლობა უნდა დაიწყოს პროფესიონალის მიერ ადგილის შერჩევით, გეოლოგიური დასკვნის გაკეთებით, პროფესიონალური პროექტით, პროფესიონალური კონსტრუქციული პროექტით და პროფესიონალი მშენებლით. ამ ჯაჭვიდან რომელიმე რგოლი თუ ამოვარდნილია, მაშინ ვიღებთ სავალალო შედეგს.

თბილისში რამდენიმე შენობა ისეთ ადგილზეა, სადაც მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა. იმას არ ჭირდებოდა გეოლოგიური დასკვნები, გარედანაც კარგად ჩანს. მდინარის ხეობის ზოლში საერთოდ მიწის გასხვისება არ შეიძლებოდა, არა თუ აშენება. ახლა კი რამდენიმე შენობაა პირდაპირ მდინარის ხეობებში აშენებული. მშენებლობა, ნებართვა და დაპროექტება კი არა იქ მიწის გასხვისება არ შეიძლება“,- აღნიშნავს როსტომაშვილი.