“ეივონი“ პანდემიის პირობებში
ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრი კომპანია „ეივონი“ უკვე 135 წელია სილამაზის გლობალურ ინდუსტრიაში ოპერირებს და ქალებს მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით აქტიურად უცხადებს. პანდემიის პირობებში კომპანია სწრაფად ადაპტირდა და დისტანციურ გაყიდვებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ბრენდი სულ ცოტა ხნის წინ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და რებრენდინგის ფარგლებში განახლებულ ფილოსოფიურ კონცეფციასთან ერთად, ახლებური ვიზუალიც შემოგვთავაზა.
„ეივონის“ მიმდინარე გამოწვევებზე და სიახლეებზე მის დირექტორს - ანა ცხადაძეს ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს:
- როგორია კომპანიის მიმდინარე გამოწვევები პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?
- პანდემიის პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე დგას, არის შევინარჩუნოთ ბიზნესის უწყვეტობა და ვადაპტირდეთ არსებულ რეალობაში ისე, რომ კომპანიამ არა თუ გააგრძელოს სრულფასოვანი საქმიანობა, არამედ ზრდა და განვითარებაც კი, მიუხედავად სირთულებიისა. ვფიქრობ, ეს ამოცანა ჩვენ უკვე დავძლიეთ, რადგან პანდემიის დასაწყისშივე შევიმუშავეთ ძალიან ეფექტური კრიზისული მენეჯმენტის გეგმა, რომელიც დაგვეხმარა გადაგვედგა სწორი ნაბიჯები და ეს ურთუსელი ბოლო რამდენიმე თვე წარმატებით გაგვევლო, ასევე სრულად მომზადებული დავხვედროდით ვირუსის მეორე ტალღას.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ასევე, რაც სრულიად ბიზნეს სექტორის წინაშე დგას, არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. თუმცა ჩვენთვის თანამშრომლებზე ზრუნვა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, ამიტომაც მოვახერხეთ ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევაც და პანდემიის პირობებში ჩვენს არცერთ თანამშრომელს არ დაუკარგავს სამსახური, მათ შორის არ შეგვიმცირებია არც მათი შემოსავლები. ძალიან გვეამაყება ისიც, რომ ვაგრძელებთ საქართველოში 20 000-ზე მეტი ქალის ფინანსური დამოუკიდებლობის მხარდაჭერასა და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, მათი შემოსავლების ზრდას.
- როგორ გადალახა თქვენმა ბიზნესმა სირთულეები და რა რეკომენდაციებს გასცემთ ეკონომიკური სიტუაციის გადასალახად, რა იყო ის ძირითადი პრობლემა რომელიც თქვენს სფეროში განჩნდა და რას ურჩევდით სხვებს თქვენს მაგალითზე?
- როგორც უკვე აღვნიშმე, ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნება, არსებულ რეალობაში ადაპტირება და თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ესაა მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის.
ჩვენ მომსახურების მაღალი ხარისხით გამოვირჩევით, შესაბამისად პანდემიის აფეთქების პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საკარანტინე სივრცეებში შეგვექმნა შეკვეთების მიწოდების პრობლემა. პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა უმოკლეს ვადაში მოახერხა პრობლემის აღმოფხვრა და მალევე შევძელით, რომ ჩვენი პროდუქცია ისევ მთელი საქართველოს მასშტაბით ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ქვეყანაში გამოცხადდებოდა COVID19-თან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად ჩვენ მარტის დასაწყისშივე ვუზრუნველყავით თანამშრომლების 80%-ის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, ადგილზე მომუშავე თანამშრომლებისთვის შეიქმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო: დაინერგა თერმო სკრინინგი, მოხდა თანამშრომლების უზრუნველყოფა ვირუსისგან დამცავი საშუალებებით (სამედიცინო პირბადე, სახის დამცავი ფარები, ხელთათმანები ხელის სადეზინფექციო საშუალებები), სამუშაო სივრცე აღიჭურვა სრული სადეზინფექციო საშუალებებით (დეზობარიერი, იატაკისა და სამუშაო ზედაპირის საწმენდი საშუალებები), პერიოდულად ხორციელდება სამუშაო სივრცის სრული დეზინფექცია.
მომარაგებისა და დისტრიბუციის განყოფილებაში ბიზნესის უწყვეტობის და რისკების შემცირების მიზნით დაინერგა 2 ცვლიანი სამუშაო გრაფიკი, თანამშრომლებისთვის გამოიყო სპეციალური სატრანსოპრტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა მათი სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში გადაადგილება.
მომხმარებლისთვის უსაფრთხოდ პროდუქტის მისაწოდებლად გამოვიყენეთ პროდუქტის ორმაგი შეფუთვის სტანდარტი და მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი გადავიყვანეთ უკონტაქტო მიწოდების სერვისზე. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი საკურიერო მომსახურების მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიდის ჩვენი შეკვეთები. დავხვეწეთ და გავაუმჯობესეთ ონლაინ გაყიდვები, რათა კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომები გავმხდარიყავით, შეგვეთავაზებინა უფრო კომფორტული და მარტივი ონლაინ შოპინგის შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად კი დღემდე ვაგრძელებთ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობას და ყველა ზემოთ ჩამოთვლილ წესს ვიცავთ, რათა მაქსიმალური უსაფრთხოების ნორმები უზრუნველვყოთ. ასე რომ ვფიქრობ, ნამდვილად ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვადაპტირდით და იგივეს ვურჩევ ნებისმიერ სხვა კომპანიასაც - აუცილებელია მოძებნონ ეფექტური გზები, თუ როგორ მოერგონ არსებულ რეალობას.
- როგორ ფიქრობთ, „კოვიდის“ შემდეგ როგორი იქნება და შეიცვლება თუ არა ეს სფერო პანდემიის შემდეგ?
- პანდემიის პირობებში გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ გაყიდვებზე და ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. სილამაზის ინდუსტრიამ კი საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა მსოფლიო მასშტაბით ისევე, როგორც თითქმის ყველა ინდუსტრიამ. მოთხოვნა გაიზარდა უფრო საყოფაცხოვრებო, ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტებზე, დაეცა მოთხოვნა დეკორატიულ კოსმეტიკაზე. ნამდვილად რთულად პროგნოზირებადია, როგორ მოახერხებს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დაუბრუნდეს განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულს, რაზეც პანდემიამდე პერიოდში იყო, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა სწორი მიდგომებითა და ნაბიჯებით ყველაფრის გადალახვაა შესაძლებელი.
- როგორია თქვენი კომპანიის როლი კონკრეტული სფეროს განვითარებაში?
- როგორც იცით, ჩვენ გლობალური ბრენდი ვართ და უკვე 135 წელია, რაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. საქართველოში კი წელს მე-12, საიუბილეო წელს აღვნიშნავთ. ჩვენს კომპანიას არაერთი კრიზისი გადაულახავს და სწორედ ეს წარსული გამოცდილება გვიმაგრებს ხშირად ზურგს. მთავარი არის ის, რომ არ ვწყვეტთ წინსვლასა და განვითარებას, პანდემიის პირობებშიც კი გლობალურად სულ ცოტა ხნის წინ კი ბრენდი განვაახლეთ. ყველა ბაზარზე, სადაც წარმოდგენილები ვართ, ძალიან წარმატებით გავართვით თავი რებრენდინგის პროექტს, რაც კიდევ ერთი დასტურია ჩვენი სტაბილურობისა და სიძლიერის.
როგორც იცით, ჩვენი გლობალური კორპორატიული სოციალური პასუხისგებლობა უკავშირდება ვერაგ დაავადებასთან, ძუძუს კიბოსთან მებრძოლ ქალებს. მთელ მსოფლიოში ჩვენი კომპანია ცდილობს, ფსიქო სოციალური მხარდაჭერა გაუწიოს ქალებს და სხვადასხვა პროექტებით მხარი დაუჭიროს მათ, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა კუთხით დახმარება. საქართველოში კი ჩვენი ყველაზე საამაყო პროექტი არის “ვარდისფერი სირვცე”, რომელიც “ევროპა დონასთან” და ქალბატონ ანა მაზანიშვილთან თანამშრომლობით შევქმენით. ეს არის ძუძუს კიბოსთან მებრძოლი ქალების ფსიქო სოციალური მხარდაჭერის ცენტრი, სადაც ყოფილი პაციენტები თავად ეხმარებიან ამჟამინდელ პაციენტებს იმ სირთულეების დაძლევაში, რაც ამ ვერაგ დაავადებას ახლავს თან.
ძალიან გვეამაყება, რომ პანდემიის პერიოდში სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად შევინარჩუნეთ “ვარდისფერი სივრცის” დაფინანსება და კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ იმ ქალების დახმარებას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
- როგორია გრძელვადიანი გეგმები და მოლოდინები covid-19 ეპოქაში?
- მომავლის გეგმები კიდევ ერთ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს უკავშირდება, ამჯერად გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად. სულ მალე ამ მიმართულებითაც ავიმაღლებთ ხმას და ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოში ამ მიმართულებით სიტუაციის გამოსწორების პროცესში.
ასე რომ ეს არის ჩვენი გრძელვადიანი გეგმებიც, გავაგრძელოთ წარმატებული წინსვლა, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ქალების არა მხოლოდ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მათ გაძლიერებას საქართველოში, არამედ გავაგრძელოთ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებიც და ვიყოთ კიდევ უფრო პასუხსიმგებლიანი ბიზნესი, რადგან Avon-ს გლობალურად სჯერა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია მსოფლიო ვაქციოთ იმაზე უფრო უკეთეს ადგილად, ვიდრე ის ჩვენ დაგვხვდა.