ბიზნესი
05/01/2023

"ეფეს საქართველო" 2023 წელს ლუდის ბაზრის 3-5%-იან ზრდას ვარაუდობს

„ეფეს საქართველოს“ („ნატახტარი“) კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.  

„როგორც მინიმუმ ვფიქრობთ, რომ ბაზარი არ შემცირდება, თუმცა, არ გვექნება ორნიშნა ზრდა. ვვარაუდობთ, მომავალ წელსც 3-5%-იან ზრდას. გარდა ამისა, ისეთ დარგებში, როგორებიცაა, სერვისი, მშენებლობა, დეველოპმენტი აუცილებლად უნდა შემცირდეს ბიუროკრატია სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით ეს მცირე და საშუალო კომპანიებზე უნდა გავრცელდეს, რადგან ეს სექტორი ჩვენი ეკონომიკის ხერხემალია.

ბიუროკრატიის გამო ასეთი კომპანიები დროის რესურსს კარგავენ, არადა, შესაძლებელია უფრო სწრაფი ტემპი იყოს როგორც განვითარების, ვიდრე ეს დღეს გვაქვს,“-აცხადენს ხუნძაკიშვილი.

მისივე მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება ბევრი რამითაა განპირობებული, მათ შორის ერთ-ერთია  სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში დელეგირების არ ქონა,კომპეტენცია და ა.შ.

Businesspartner