ბიზნესი
01/05/2020

EBRD-იმ GHG-ს $25 მლნ გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ (GHG) $25 მლნ-ის სესხი გამოუყო.

რესურსს კომპანია მოკლევადიანი საბრუნავი კაპიტალის და COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის კრიტიკული ხარჯების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

სესხი ასევე მოხმარდება ქვეყნის ყველაზე მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია Megalab-ის მხარდაჭერას, რომელიც GHG -ის მფლობელობაშია.

Businesspartner