ებიტ ჯგუფი: ფარმაცევტული კომპანიების წმინდა მოგება წლიურად 25.4%-ით გაიზარდა
2019 წელს ფარმაციის სექტორში მსხვილ კომპანიებს წმინდა მოგება 25.4%-ით, საშუალო კომპანიებს კი, 23.29% -ით გაეზარდათ, - ფინანსურ ანგარშებზე დაყრდნობით სექტორის ახალი ანალიზი „ებიტ ჯგუფმა“ გამოაქვეყნა.
2019 წელს ფარმაციის სექტორში ჯამური შემოსავალი 2.15 მლრდ ლარს აღემატებოდა, აქედან 1.73 მლრდ I და II დონის საწარმოებზე მოდიოდა, 418.7 მლნ III კატეგორიის საწარმოზე.
EBITDA I და II დონის კომპანიების შემთხვევაში 205.9 მლნ ლარი იყო, III კატეგორიაში 39.15 მლნ.
ამასთან მსხვილმა კომპანიებმა 153.9 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურეს წელი, შედარებით მცირე საწარმოებმა 36.9 მლნ.
სექტორში 2019 წელს ჯამში 14 783 ადამიანი იყო დასაქმებული.
EBIDTA-ს მარჟა საშუალოდ 11.4%, წმინდა მოგების მარჟა კი, 8.87%.
რაც შეეხება ზრდის ტემპებს. წლიურად მსხვილი კომპანიების შემოსავლები 11.25%-ით, III კატეგორიის კომპანიების კი, 15.6%-ით გაიზარდა. წმინდა მოგების მარჟის ზრდა კი, შესაბამისად, 8.75% და 7.83% იყო.
შეგახსენებთ, კომპანიები ფინანსურ მაჩვენებლებს 2018 წლიდან ასაჯაროებენ. საკონსულტაციო კომპანია „ებიტ ჯგუფი“ კი, ამ მაჩვენებლების საფუძველზე ბაზრის ანალიზს ახდენს.