ბიზნესი
27/07/2020

E-Space-ი აპლიკაციისა და დამტენების მართვის ტექნოლოგიებს აახლებს

კომპანია E-Space-ი აპლიკაციისა და დამტენების მართვის ტექნოლოგიებს აახლებს. შედეგად, მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ავტომობილების დამუხტვის პუნქტების მოძიება გაუმარტივდებათ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, ელექტრომანქანების ბაზარი საქართველოში პერსპექტიულია და აქტიურად ვითარდება.

ქვეყანაში დღეის მონაცემებით 2350 ელექტრომობილი და ელექტრომობილების დამუხტვის 150-ზე მეტი წერტილია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვის ტარიფების ნაწილს, ავთანდილ შავიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მომსახურება წუთების მიხედვით იყიდება, რაც ავტომფლობელებს არათანაბარ პირობებში აყენებს - სხვადასხვა ავტომობილს დასამუხტად სხვადასხვა დრო სჭირდება, ამიტომ E-Space-ი სემეკისგან კილოვატების გაყიდვის უფლებას ითხოვენ.