e-commerce მომსახურებაზე მოთხოვნა გასამმაგებულია
e-commerce მომსახურებაზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშუალოდ 3-ჯერ გაიზარდა.
ელექტრონული კომერციის ასოციაციის გათვლებით, მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი დეკემბრში კიდევ უფრო გაიზარდოს.
მზარდი მოთხოვნის მიუხედავდ, შემცირებულია მომხმარებლის მხრიდან შენაძენზე საშუალოდ დახარჯული თანხა, რაც ასოციაციის წევრების აზრით, პანდემიის გამო შექმნილი კრიზისით არის გამოწვეული.
საინვესტიციო მიმართულებით საერთაშორისო ინვესტიციებზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ინვესტირება ადგილობრივ ინტერნეტ მაღაზიებში. დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშე არის ბაზარზე და ისინი აქტიურად ავითარებენ სერვისებსა და მომსახურებას. რეალურად პანდემიის შემდეგ e-commerce არის ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური და პოტენციურად მაღალშემოსავლიანი ინდუსტრია, რომელიც შეიძლება განვითარდეს საქართველოში", - ამბობს ელექტრონული კომერციის ასოციაციის წარმომადგენელი თამარ გოგოლაშვილი.