დიზელის ევრო 5 სტანდარტაზე გადასვლა ისევ გადავადდა
დიზელის ხარისხის ევრო 5 სტანდარტაზე გადასვლა კიდევ ერთი წლით გადავადდა.
მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2022 წლიდან ამოქმდდება დიზელის საწვავში შემდეგი ნორმების დაცვა:
ცეტანის რიცხვი – არანაკლებ 51-ისა;
გოგირდის შემცველობა – არაუმეტეს 10 მგ/კგ-ისა;
სიმკვრივე 150 C – არა უმეტეს 845 კგ/მ3-ისა;
პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი – არა უმეტეს 11%-ისა.
ევრო-5-ის სტანდარტზე გადასვლის გადავადება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებმა წლის ბოლოს მოითხოვეს. მიზეზი იყო ის, რომ აზერბაიჯანიდან ვეღარ მოხდებოდა დიზელის იმპორტი, რადგანაც აზერბაიჯანი ამჟამად ევრო 4-ის სტრანდარტის შესაბამის დიზელს აწარმოებს. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება კი, პანდემიის გამო ვერ დასრულდა.
აზერბაიჯანული საწვავი მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე მიზეზი უდრო დაბალი ფასია. ამასტან, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს.
"დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა", - აცხადებდა ნოემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.