"დიოს“ გაყიდვები 30%-ით შეუმცირდა
მეტალოპლასტმასის ფანჯრებისა და ჟალუზების მწარმოებელ კომპანია „დიოს“ გაყიდვები შეუმცირდა.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, პანდემიის ფონზე მეორე კვარტალში, რეალიზაციამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით იკლო.
„ვნახოთ ივნისი, ივლისი, აგვისტო როგორ ჩაივლის. თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანია თავისი გამოცდილებით ამ სირთულეს თავს გაართმევს. პირველი კვარტლის მონაცემები 2019 წლის მონაცემს გაუთანაბრდა, კლება არ ყოფილა თუმცა ზრდის მხოლოდ 5%-იანი ტენდენცია გვქონდა, რაც ჩვენთვის საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. მეორე კვარტალი გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, აპრილში ფაქტობრივად ვერ ვიმუშავეთ. ერთი თვის უმუშევრობა აგდებს ტემპს,“ - განაცხადა ირმა დაუშვილმა.
„დიოს“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ლარის კურსის მერყეობის მიუხედავად კომპანია საფასო პოლიტიკის შენარჩუნებას ცდილობს.