დიმიტრი ცქიტიშილი შრომის კოდექსზე: არაკეთილსინდისიერი ბიზნესების გარდა საფრთხე არაფერს ემუქრება
პარლამენტში „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. დოკუმენტის ავტორი, დიმიტრი ცქიტიშვილი მისი მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით კანონპროექტი შრომის ბაზარს საფრთხეს უქმნის.
„ცოტა დამღლელია მათი ყოველთვის ერთგვაროვანი დამოკიდებულება. განსაკუთრებით ერთი კონკრეტული ბიზნესასოციაცია საუბრობს ხოლმე, რომ ინგრევა ყველაფერი, თუ შრომით უფლებებს დავიცავთ. მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემა, თუ დასაქმებულის უფლებებს არღვევენ. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ეკონომიკური გარემო უნდა გაჯანსაღდეს ისე, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. არაკეთილსინდისიერი ბიზნესების გარდა არანაირი საფრთხე არაფერს არ ექმუქრება. ძალიან ბევრი მაგალითი ვნახეთ, განსაკუთრებით პანდემიის დროს, როგორ დაარღვიეს შრომითი უფლებები. ეს კი ის ფუნდამეტია, რომელზეც სახელმწიფო შენდება“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.