ბიზნესი
22/02/2023

"დეველოპერების გაყიდვების უმეტესი ნაწილი შიდა განვადებებზე მოდის"

ეროვნული ბანკის უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, დეველოპერების გაყიდვების უმეტესი ნაწილი შიდა განვადებებზე მოდის.

ანგარიშის თანახმად, ბათუმში იპოთეკური სესხით გაყიდვების ნაკლებობა, სავარაუდოდ მეტი უცხოელი მყიდველით აიხსნება, რომელთაც შეზღუდული აქვთ ქართულ საბანკო სისტემაში კრედიტით სარგებლობა.

ამასთან, ბათუმში უფრო მეტი კომპანია სთავაზობს მყიდველს შიდა განვადების სერვისით სარგებლობას ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში და უფრო ხელსაყრელი პირობებითაც.

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვებში შიდა განვადების წილი 41%-ია, იპოთეკურ სესხებს 30% უჭირავს. ბათუმში ბინების 36% იყიდება შიდა განვადებით და მხოლოდ 4% -იპოთეკით, რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, აქ უძრავი ქონების რეალიზაციის 40% შიდა განვადებით, ხოლო 6% იპოთეკური სესხით ხდება.

Businesspartner