Delfos-ს პრემიუმ კლასის პროდუქციამ გაყიდვების სტაბილურობა შეუნარჩუნა
მულტიბრენდულ საიუველირო გალერეათა ქსელ Delfos-ს პანდემიამ გაყიდვები 15-20%-ით შეუმცირა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ კირვალიძემ განუცხადა, ამის მიუხედავად კომპანია გარკვეულ ზღვარს, საკუთარი ლოიალური მომხმარებლის ხარჯზე ინარჩუნებს.
გაყიდვები შემცირდა დიდ სავაჭრო ქსელებში არსებულ კუნძულებზე, რაც შეეხება ბრენდულ მაღაზიებს, რეალიზაციის ზრდა შეინიშნება.
კირვალიძე აცხადებს, რომ კომპანიამ ბოლო პერიოდში პრემიუმ სეგმენტისთვის გათვლილი ბრენდებიც შემოიტანა და ეს სეგმენტი არის ის კატეგორია, რომელიც თანხას არ ზოგავს. შესაბამისად, Delfos-ს პრემიუმ კლასის პროდუქციამ გაყიდვების სტაბილიურობა შეუნარჩუნა.
ნიკოლოზ კირვალიძის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში კომპანიამ ონლაინ მიწოდების სერვისიც აამოქმედა, თუმცა გაყიდვებში მას მინიმალური წილი აქვს.
Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6-თბილისში, 1-ბათუმში.