ბიზნესი
31/05/2021
"დე ჯგუფი" ბათუმში სასტუმროს ააშენებს
ბათუმში სასტუმროს აშენების პირობით უძრავი ქონება 30 მლნ ლარად გაიყიდა.
ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ მიწის ნაკვეთი „დე ჯგუფმა“ აუქციონზე შეიძინა, რაშიც 30 063 000 ლარს გადაიხდის. თანხის ნაწილი 1 144 800 ლარი უკვე გადარიცხულია, დარჩენილი ბიუჯეტში ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღეში უნდა შეიტანოს.
პირობის მიხედვით, „დე ჯგუფმა“ 48 თვის ვადაში, ადგილზე არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე უნდა დაასაქმოს.
„დე ჯგუფის“ 25% „მეტრო ატლას ჯორჯიას“ ეკუთვნის, 75% ჩინეთის მოქალაქე პოუ იანანს.