ბიზნესი
23/03/2020

დაზღვეული პროდუქტები – პურ-პროდუქტები არ გაძვირდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდებაში შეფერხება მოსალოდნელი არ არის და შესაბამისად ფასიც არ გაიზრდება.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე –  ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო – ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს შემუშავებული პროექტი ამოქმედდა და იმპორტიორი კომპანიები 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით ამ პროდუქტებს შეისყიდიან გარკვეული პირობებით – კონკრეტულად კი სახელმწიფო სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას მოახდენს.