ბიზნესი
27/01/2022

დავით კენჭაძე: უძრავი ქონების ლიცენზირების საჭიროებას ვერ ვხედავ

DK Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე უძრავი ქონების ლიცენზირების საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა მსჯელობის საგანი  გახდეს.

„თუ კომპანია ლიცენზირებულია, ამით რა იცვლება? ამ კონკრეტულ სიტუაციაში კრიტერიუმების შემოღება არ მიმაჩნია საჭიროდ, რადგან უფრო მეტად კონკურენციის და თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ. ცუდი არ არის, თუმცა, აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ ამის შედეგად რას მივიღებთ. ჩემი მოსაზრებით, ბაზარი უფრო მეტად თავისუფალი უნდა იყოს, რაც უფრო მეტ კონკურენციას  წარმოშობს. ეს კი უფრო მეტად დაარეგულირებს ბაზარს, ვიდრე  ნებისმიერი სხვა რეგულაცია,“ - აცხადებს კენჭაძე.

DK Capital-ის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ ლიცენზირებას სჭირდება სპეციალური აღმასრულებელი, რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

„ზედმეტ ბიუროკრატიას, სჯობს, რომ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც ბაზარს კონკურენციის გაზრდაში დაეხმარება,“ - აცხადებს კენჭაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნატო ბოჭორიშვილი "ბიზნესპარტნიორთან"  სექტორის ლიცენზირების ინიციატივით გამოვიდა.

"საერთაშორისო ბაზარზე ამ მხრივ ბევრი პრეცედენტი არსებობს და ამ საკითხის მოგვრება რთული არ არის, როგორც კი სახელმწიფოს მხრიდან საჭიროება იქნება. ეს ძალიან შეცვლის უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობას იმ კუთხით, რომ მომხმარებლები უფრო კმაყოფილები იქნებიან და ეცოდინებათ რა ტიპის სერვისის მიღება შეუძლიათ,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023