ბიზნესი
17/10/2022

დავით დოიაშვილი: სპექტაკლი "მე გადმოვცურავ ზღვას" ფინანსურად მომგებიანი 1 წელში იქნება

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით დოიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ სპექტაკლი „ მე გადმოვცურავ ზღვას“ ფინანსურად მომგებიანი 1 წელში იქნება.

მისი ინფორმაციით, პროექტი ჯამში 400 000 ლარის ღირებულებისაა, სადაც 200 000 ლარი პირველი არხის პროექტ „შარქ თენქ საქართველოს“ თანამონაწილეობაა. დოიაშვილის ინფორმაცით, სპექტაკლში 50-მდე მსახიობი მონაწილეობს, დასაქმებული კი ჯამში 80-მდეა.

„პროექტმა ფინანსურად მგონია, რომ უკვე გაამართლა, რადგან პირველი 15 საპრემიერო დღე მთლიანად გაყიდულია. თუ სხვა  სპექტაკლების შემთხვევაში ბილეთის ფასი 10 -35 ლარს შეადგენს, „მე გადმოვცურავ ზღვას“ შემთხვევაში ბილეთის ფასი 10 ლარიდან 50 ლარამდეა. 20 ოქტომბერს პრემიერა იქნება,ამის შემდეგ კი ტურები დაიგეგმება,“-აცხადებს დოიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ქართული დასი სპექტაკლით „მე გადმოვცურავ ზღვას“ ნიუ-იორკის სცენაზეც  წარსდგეს.

რაც შეეხება თეატრის სხვა სპექტაკლებს, დოიაშვილი  განმარტავს, ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ყველა სპექტაკლი ძალიან მოთხოვნადია. 

 

 

Businesspartner