დაუშვილი სებ-ს: გააუქმეთ დისკრიმინაციული რეგულაცია და დაგვიბრუნეთ სესხის სასურველ ვალუტაში აღების უფლება
კომპანია „დიოს“ აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს გააუქმოს რეგულაცია და ყველას მისცეს სესხის სასურველ ვალუტაში აღების უფლება.
„გუშინ ეროვნულმა ბანკმა ლარში სესხები კიდევ ერთხელ გააძვირა. ახლა კომერციული ბანკებიდან ლარში აღებულ სესხში მინუმუმ 13-14% ის გადახდა მოგიწევთ, მაშინ როცა ევროში სეხის პროცენტის განაკვეთი არის 5%, ანუ თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლები. თითქოს ლოგიკურია, რომ მსესხებელს ხელს უნდა აძლევდეს სესხის ევროში აღება და ნამდვილად ასეა, მაგრამ აქ იგი აწყდება ეროვნული ბანკის მიერ, ე.წ. ლარიზაციის მიზნით, დაწესებულ შეზღუდვას, რომელიც კრძალავს 200000 ლარზე ნაკლები სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას. ეს შეზუდვა ნაკლებად ეხება დიდი კომპანიებს და მდიდარ ადამიანებს.
ისინი რა თქმა უნდა ისარგებლებენ ამ პრივილეგიით და სესხს უცხოურ ვალუტაში აიღებენ, ხოლო რაც შეეხება პატარა კომპანიებს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, მათ მოუწევთ სესხის ლარში აღება და სამმაგი პროცენტის გადახდა. ეს არის კლასიკური მაგალითი მდიდრის უფრო გამდიდრების და ღარიბის უფრო გაღარიბების. მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს გააუქმოს ეს დისკრიმინაციული რეგულაცია და ყველას დაუბრუნოს სესხის მისთვის სასურველ ვალუტაში აღების არჩევანის თავისუფლება,“-წერს ბიზნესმენი FB-ის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა.გადაწყვეტილება მონეტარულიპოლიტიკის კომიტეტმა გუშინ მიიღო.სებ-ი მაღალ ინფლაციურ მოლოდინზე საუბრობს და მას მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ არაორდინარული ვითარებით ხსნის.