დამსაქმებლებს დღეიდან თანამშრომელთა სამუშაო საათების აღწერა მოუწევთ
დღეიდან დამსაქმებლებს თანამშრომელთა სამუშაო საათების აღწერა დაევალდებულათ.
რეგულაცია ძალაში უკვე შევიდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი სექტორი ვალდებულებების შესასრულებლად მზად არ არის.
ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ინფორმაციით, მათი წევრების შემოწმების შემთხვევაში, შესაბამის სამსახურებს თითქმის 80%-ის დაჯარიმება მოუწევთ.
გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის და არსებული რეალობის გათვალისწინებით მსგავსი შეზღუდვების ამოქმედება არასწორია.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესი დასაქმებულს შესაძლებლობას აძლევს დააფიქსიროს ის საათები, რომელიც ზეგანაკვეთურად იმუშავა და მოითხოვოს ანაზღაურება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე დაევალათ.