ბიზნესი
15/09/2020

დამსაქმებელთა ასოციაცია წლის ბოლომდე საშუალო ხელფასის კიდევ უფრო შემცირებას ვარაუდობს

დამსაქმებელთა ასოციაცია 2020 წლის ბოლომდე საშუალო თვიური ხელფასების კიდევ უფრო კლებას ვარაუდობს. მიზეზი კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული ნეგატიური განწყობებია.

„მიზეზი ის ეკონომიკური არასტაბილურობაა, რომელიც პანდემიის პირობებში დღეს ქვეყანასა და ზოგადად, მსოფლიოში არსებობს. შემცირებული სამუშაო ადგილები, შემცირებული მოთხოვნა პროდუქტსა და სერვისზე, რაც საბოლოო ჯამში დასაქმებულთა რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე აისახება. მდგომარეობას ართულებს ის, რომ ყველა დანახარჯების შემცირებას ცდილობს. ბევრი ბიზნესი იმაზე ფიქრობს, რომ შექმნას მაქსიმალურად მეტი რეზერვი რაღაცის ხარჯზე. ეს რაღაც კი ხშირ შემთხვევაში სწორედ პროდუქციის ხარისხი, ფასები, ან თანამშრომელთა რიცხვი და ანაზღაურებაა. ვფიქრობთ, კლების ტენდენცია 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება“,- განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ლაბაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150 შეადგინა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022