ბიზნესი
04/10/2020

"დააგემოვნე თბილისი" - ბაზრობა მცირე მეწარმეებისთვის მესამე კვირაა მიმდინარეობს

მუშტაიდის ბაღში „დააგემოვნე თბილისი“ გრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ეს პირველი მასშტაბური საკვირაო ბაზრობაა, რომელიც 50-მდე მეწარმე სუბიექტს ერთიანებს.

ბაზრობაზე ძირითადად კვების ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილი. მათ გარდა მუშტაიდის ბაღში განთავსებულია მცირე სუვენირებისა და ტანსაცმლის მწარმოებლების დახლებიც.

კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, განვითარებული მოვლენების და არსებული შეზღუდვების ფონზე რეალიზაცია საგრძნობლად არის შემცირებული და ასეთი ღონისძიებები კომპანიების გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საკვირაო ბაზრობა უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს.

 

 

 

Businesspartner