ბიზნესი
26/11/2020

COVID-მა თხევად აირზე მოთხოვნა ვერ შეამცირა

პანდემიის მიუხედავად, თხევად აირზე მოთხოვნა მზარდია.

საქართველოში 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 33,6 ათასი ტონა გათხევადებული აირებია (LPG) იმპორტირებული, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ოქტომბერს, თხევადი აირის იმპორტი წინა თვესთან შედარებით 112,5%-ით არის გაზრდილი 3,4 ათასი ტონამდე, წლიურად კი 33,3%-იანი კლებაა.