ბიზნესი
12/06/2020

COVID-მა საწვავის მოხმარება შეამცირა

მაისში აპრილთან შედარებით საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 25,5%-ით 86.0 ათას ტონას მიაღწია. მაჩვენებელი 0,9%-ით არის გაზრდილი წლიურ ჭრილში.

მაისში ქვეყანაში 41,1 ათასი ტონა ბენზინის საწვავის იმპორტი შემოვიდა (+1,4 ათასი ტონა, 3,5%), დიზელის საწვავის იმპორტი კი 44,8 ათასი ტონაა (-0,7 ათასი ტონა, 1,5%).

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვით საერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.

Businesspartner