ბიზნესი
02/07/2020

COVID-ის გავლენით "საქართველოს უძრავი ქონება“ სასტუმროების რამდენიმე პროექტს "აკონსერვებს"

„საქართველოს უძრავი ქონება“ პანდემიის ფონზე მშენებარე სასტუმროების გარკვეული პროექტების „დაკონსერვებას“ განიხილავს, - ამის შესახებ კომპანიამ წლიურ ანგარიშში დაწერა.

საინვესტიციო ჯგუფში ამბობენ, რომ კოვიდ 19–ის პანდემიის  გავლენის შესასუსტებლად მენეჯმენტმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,  რაც მოიცავს კრედიტორებთან სესხის პირობების რესტრუქტურიზაციას, აუთვისებელი საკრედიტო ხაზების ათვისებას, ახალი დაფინანსების მოპოვებას და ფულადი სახსრების გადინების შეზღუდვას სასტუმროს მშენებლობის გარკვეული პროექტების „დაკონსერვებით“.

ამასთან, ჯგუფს არ შეუჩერებია საცხოვრებელი ბინების მშენებლობის მიმდინარე პროექტები.

„საქართველოს უძრავი ქონებას“ საკმაოდ დიდი პორტფელი აქვს და სასტუმროებს ფლობს და აშენებს თბილისსა და რეგიონებში. მასპინძლობის ბიზნესში ოპერირებენ მისი შვილობილები: „მ2 მელიქიშვილზე“ , „მ2 ქუთაისი“, „მ2 მთაწმინდაზე“, „მ2 ზუგდიდი“,  „მ2 სვანეთი“,  „კახეთი ვაინ ენდ სპა“,  „გუდაური ლოჯი“ ,  „მ2 რეზორტ“ ,  „მ2 ჰაწვალი“, „ამბერ ჯგუფი“ , „საქართველოს სასტუმროების მართვის ჯგუფი“ და  სს „ლიტერი“

ჯგუფმა 2019 წელი ზარალით დაასრულა, წლის ზარალი კი, 2.4 მლნ,  2018 წელს არსებული 27.7 მილიონიანი მოგების შემდეგ.

საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგება 2019 წელს   12.7 მლნ ლარი იყო, 2018 წელს არსებულ 37.93 მილიონის შემდეგ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023