Covid-ის გავლენა - ენერგოეტიკეტირების კანონის ამოქმედება გადავადდება
„ენერგოეტიკეტირების“ კანონის ამოქმედება გადავადდება - მიზეზი Covid 19 -ის პანდემიაა, რის გამოც ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესთან კონსულტაციების ვერ მოახერხა.
ცვლილების მიხედვით, მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ელექტრომოწყობილობების (მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, ჰაერის კონდინციონერი, წყლის გამათბობლის და ა.შ ) ენერგოეტიკეტირების წესი.
კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის 2021 წლის 30 სექტემბრიდან კომპანიებს ჯარიმების/საურავი დაუწესდებათ.
ენერგოეტიკეტირების კანონის მიზანი ამა თუ იმ პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციითა და დამატებითი მითითებით უზრუნველყოფაა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით, უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეარჩიოს.
ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყველა გამყიდველს ავალდებულებს გასაყიდი პროდუქტის ეტიკეტზე ენერგომოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დატანას.
ნიმუშების ტექნიკური შემოწმებისას კი თუ დადგინდა, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯები.