"ჩირინა" სოსისების მაღაზიებს 2023 წლიდან გახსნის
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ) 2023 წლიდან საწყის ეტაპზე სოსისის 15 მაღაზიას გახსნის.
როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საწყის ეტაპზე ბრენდული მაღაზია თბილისში გაიხსნება, სამომავლოდ კი „ჩირინას“ მაღაზიები რეგიონებშიც ამოქმედდება.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის კომპანია მაღაზიისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევის პროცესშია.
ვაშაკიძე აცხადებს, „ჩირინა“ ნახევარფაბრიკატების, სოსისების, ძეხვების და ქათმის ხორცის მარინადების წარმოებას მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს.
საწარმოში, რომელიც 3 ჰა ტერიტორიაზე აშენდა, 30 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის “ჩირინას“ „ბიუ- ბიუს“ ბრენდის სავაჭრო ჯიხურები და ბრენდული მაღაზიები აქვს.
შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.