ბიზნესი
15/10/2020
Caucas Pack-მა ხილის მწარმოებლებისთვის სპეციალური კონტეინერების გამოშვება დაიწყო
კომპანია Caucas Pack-მა ხილის მწარმოებლებისთვის სპეციალური კონტეინერების გამოშვება დაიწყო. დამუშავებული ერთჯერადი კონტეინერი პროდუქტს ჯანსაღად დიდი ხნის განმავლობაში ინახავს.
რვა სახეობის შესანახი კონტეინერი ევროსტანდარტების შესაბამისად მზადდება. მწარმოებელი აცხადებს, რომ წარმოებაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობასაც იძლევა.
საწარმო რუსთავში მდებარეობს, სასაწყობე ფართი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშია განლაგებული.
კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავებითა და სხვადასხვა სახეობის შესანახი კონტეინერების წარმოებითაა დაკავებული. საწარმო აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით.