ბიზნესი
26/08/2021

Carrefour-ი წლის ბოლომდე 10 ფილიალის გახსნას გეგმავს

Carrefour-ი ქსელს აფართოებს და წლის ბოლომდე 10 ფილაილის გახსნას აანონსებს.

კომპანიამ ჰიპერმარკეტი უკვე გახსნა ქუთაისში, მეოთხე ჰიპერმარკეტია თბილისისა და ბათუმის შემდეგ.

ჰიპერმარკეტი ჟიული შარტავას ქუჩაზე, ახალ სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“ გაიხსნა, ფართი 5,300 მ²-ია.

სულ Carrefour-ი საქართველოში 50 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

ფილიალების გახსნის ფონზე იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ამ დროისთვის როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოში ბრენდი 2500 ადამიანს ასაქმებს და 1200 ადამიანის დასაქმება იგეგმება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში.

Carrefour-ის პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს გაიხსნა „თბილისი მოლში.“ მას კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020