ბიზნესი
24/08/2021

₾20 მლნ-იანი ინვესტიციით ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ვესთ ფოინთი" იხსნება

20 მლნ-იანი ინვესტიციით ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთი“ გაიხსნება.

პროექტს კომპანია „სენტა“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. როგორც „ვესთ ფოინთის“ თანადამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სავაჭრო ცენტრი 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

„აქედან 10 ათასი შენობას უჭირავს, დანარჩენი კი პარკინგისთვის არის განსაზღვრული. „ვესთ ფოინთში“ განთავსდება სხვადასხვა ბრენდული მაღაზია, გასართობი ცენტრი, კვების ობიექტი, „კარფური“, აფთიაქები და სხვა. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პროექტში უკვე განვახორციელეთ დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიცია, თუმცა ეს საწყისი ეტაპია და ინვესტიციის მოცულობა ეტაპობრივად გაიზრდება. ვგეგმავთ, რომ „ვესთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრები სხვა რეგიონებშიც განვავითაროთ, თუმცა პირველ ლოკაციად იმერეთი შეირჩა“, - აღნიშნა ზაალ იაკობიძემ.

მისივე განმარტებით, „ვესთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად 25 აგვისტოს გაიხსნება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020