ბიზნესი
09/11/2020

Carrefour-ი საქართველოში ზარალიანია

473.68 მლნ ლარის შემოსავალი და 32.5 მლნ ლარის ზარალი - საქართველოში Carrefour-ის სავაჭრო ნიშნის წარმომადგენელი კომპანია ზარალზეა.

კომპანია 2019 წელს 2 ჰიპერმარკეტს, 11 სუპერმარკეტს და 6 პატარა მარკეტს ფლობდა.

ბოლო 1 წელში კომპანიას შემოსავლები გაზრდილი აქვს 18.9 მლნ-ით, ასევე გაზრდილია საერთო მოგებაც 6.2 მლნ-ით 92.45 მილიონამდე.

კომპანიის ზარალი ძირითადად განპირობებულია მშობელი კომპანიისგან აღებული სესხებისთვის გაწეული ფინანსური ხარჯით, სხვაგვარად კომპანიას აქვს ჯანსაღი ფულადი ნაკადები, რასაც ამტკიცებს 2019 წლის განმავლობაში მშობელი კომპანიის სესხის ნაწილობრივი დაფარვა 37.4.მლნ ლარის ოდენობით და EBRD- ის სესხის სრული დაფარვა 7.8 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება შემოსავლებს, წლიური შემოსავალი 473.68 მლნ იყო. აქედან საქონლის გაყიდვიდან - 454.2 მლნ , ლისტინგისა და გონდოლას საფასურიდან 5 მლნ-ის შემოსავალია, 13 მლნ კი მიიღო კომპანიამ კლიენტებისგან პროდუქცის წარდგენის საფასურის სანაცვლოდ, 0.6 მლნ გახსნის საფასურიდან.