ბიზნესი
15/09/2020

CarBox - ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისათვის

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა“,  „გრინვეიმ“ და „ამბოლმა“, სპეციალურად ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის, ახალი შეთავაზება -  CarBox შექმნეს. ეს არის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს.

ამ სასაჩუქრე ნაკრების მიღება თბილისში, ნებისმიერი ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეუძლია „გრინვეიში“ ტექისნპექტირების გავლისთანავე, ან „სოკარის“ სერვისცენტრებში.

ნაკრებში შედის „სოკარის“ სპეციალური ენერჯი ბარათი, რომელიც ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს სპეციალურ, 20 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს ბენზინსა და დიზელზე. გარდა ამისა, ყოველ შეძენილ 1 ლიტრ ბენზინზე, ან დიზელზე ბარათის მფლობელს 3 თეთრი უგროვდება. ონლაინ შეძენისას კი თანხა ორმაგდება და ბარათზე 6 თეთრი გროვდება. ფასდაკლება ვრცელდება გაზზეც და მომხმარებლებს ამ ბარათით გაზის შეძენა 10 თეთრიანი ფასდაკლებით შეეძლებათ.

CarBox-ში ტაქსის მძღოლები, ასევე, ნახავენ „ამბოლის“ 30%-იანი ფასდაკლების ვაუჩერს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამუხრუჭე ხუნდების შეძენისას. “ამბოლისგან” ისინი დასაჩუქრდებიან ზეთის შეძენის შემთხვევაშიც - 3 ლიტრი ზეთის შეძენისას 1 ლიტრს საჩუქრად მიიღებენ.

გარდა ამისა, ტაქსის მძღოლებს CarBox-ში დახვდებათ  თანამედროვე თვითმომსახურების სამრეცხაოების ქსელის, „გრინვოშის“ ვაუჩერი. „გრინვოშის სამრეცხაო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მძღოლებს შეუძლიათ თავად გარეცხონ საკუთარი ავტომობილი, აირჩიონ რეცხვის რეჟიმი, სარეცხი ხსნარები და რეცხვის ხანგრძლივობა.

CarBox-ის მიღება ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ მხოლოდ პირადობისა და ტექ. პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, თბილისში მდებარე „სოკარისა“ და „გრინვეის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში.

სოკარის სერვის ცენტრების მისამართებია (ცხელი ხაზი *0001):

  • ცინცაძის ქ. #55;
  • მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ;
  • აეროპორტის სერვის ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ (ვარკეთილის ჩასახვევთან);

გრინვეის სერვის ცენტრების მისამართების სანახავად ეწვიეთ ბმულს

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022