ბიზნესი
28/10/2020

Candelaria ბოლნისში ოქროს მოპოვების პროექტში შედის

Candelaria Mining Corporation-ი ბოლნისის სპილენძისა და ოქროს მოპოვების ბიზნესში შედის.

კომპანია Empire Metals-ისგან საქართველში სამთო აქტივების მფლობელი, GMC Investments-ის 7 მლნ კანადურ დოლარად (5,311 მლნ აშშ დოლარი) შეძენის გეგმაზე აცხადებს.

თანხის გადახდა Candelaria-ს აქციების გამოშვებით მოხდება. გარიგების მიხედვით, პირველ ეტაპზე 2 მლნ-ის გადახდა იგეგმება, დანარჩენი თანხა  კი, ეტაპობრივად დაიფარება საქართველოში სხვადასხვა ანგარიშების დასრულების და ნებართვების მოპოვების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ GMC Investments-ი საქართველოში რეგისტირებული Georgian Copper and Gold-ის 50%-იანი წილის მფლობელია, სადაც მისი პარტნიორია „კავკასიის სამთო ჯგუფი“. თავად Georgian Copper and Gold-ი ფლობს სპილენძისა და ოქროს ძებნა/ მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას.

Candelaria Mining-ი  კი, მექსიკაში ოქროს ორ საბადოზე მუშაობს.