ბიზნესი
29/01/2021

Bolt Food-ი პარტნიორი რესტორნებისთვის საკომისიოს აუქმებს 

კომპანია Bolt-ი პარტნიორი რესტორნების დასახმარებლად, მათთვის დაწესებულ საკომისიოს სრულად აუქმებს. ეს გადაწყვეტილება ძალაში 1 თებერვლიდან შევა და მანამდე გაგრძელდება ვიდრე ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვები იმოქმედებს. 

„Bolt Food-მა საქართველოში ოპერირება სულ 1 თვის წინ დაიწყო, რის შემდეგაც, პარტნიორი რესტორნებისგან მუდმივად გვესმის წარმოუდგენელი სირთულეების შესახებ, რასაც პანდემიით განპირობებული შეზღუდვები ქმნის ბიზნესისთვის. ალიან ბევრი ჩვენი საყვარელი რესტორანი მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს, სხვები კი ყოველ დღიურად, დაუღალავად იბრძვიან გადარჩენისთვის. 

ჩვენ ეს ბიზნესი სწრაფი მოგების მიზნით არ წამოგვიწყია, - გვჯერა, რომ ჩვენი კომპანიის ნამდვილი წარმატება ჩვენი პარტნიორი რესტორნების წარმატებაზე, ჩვენი კურიერების კარგ ანაზღაურებაზე და ჩვენი მომხმარებლების ბედნიერებაზეა სრულად დამოკიდებული. ესაბამისად, ვფიქრობთ ჩვენი პასუხისმგებლობაა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს ამ კრიტიკულ დროს. ვიმედოვნებთ, ეს გადაწყვეტილება პარტნიორ რესტორნებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და შემატებს ძალას, რომ უკეთ გაუმკლავდნენ პანდემიასთან ბრძოლას. 

ეს გადაწყვეტილება ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია Bolt-ის რომელიმე სერვისით, იცის, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის უბრალოდ სერვისის გაწევით არასდროს შემოვიფარგლებით. 

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ საზოგადოებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში. ვენ არასდროს გვსურდა ვყოფილიყავით უბრალოდ ტაქსის კომპანია: 2014 წელს, Bolt-ის დაარსების დღიდან, ჩვენი მიზანია შევცვალოთ გადააადგილების კულტურა თბილისში - შევქმნათ ტრანსპორტირების მაღალი ხარისხი და ახალი სტანდარტი. ას შემდეგ, ყოველთვის ვეძებთ გზას, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ საზოგადოებაზე. ულ რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ: 

● დავაფინანსეთ ჩვენი ექიმების და ექთნების გადაადგილება; 

● გავხადეთ Bolt-ის ყველა მგზავრობა კარბონ-ნეიტრალური; 

● გავხდით პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ცხოველების მოყვარულთათვის, თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება შესაძლებელი გახადა; 

● დავეხმარეთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს; 

● ევქმენით მხარდაჭერის პროგრამა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის და დავაფინანსეთ განათლება ომის გმირების შვილებისთვის; 

● გავერთიანდით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; 

● ევქმენით ქართულ ენოვანი ბიბლიოთეკა სოფელ ყარაჯალარის სკოლაში. 

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ჩვენი საერთო მისიისა - გავხადოთ საქართველო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი და არც ჩვენი დღევანდელი კამპანიაა გამონაკლისი - ახლა, ისე როგორც არასდროს, რესტორნების ინდუსტრიას ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს კი ის მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. იმედი გვაქვს, ამ კამპანიით სწორ მაგალითს შევქმნით და ვუბიძგებთ სხვა კომპანიებს ჩაერთონ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ ერთად დავამარცხოთ სირთულეები და დავბრუნდეთ მალე - კიდევ უფრო ძლიერები“,- აღნიშნულია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

Businesspartner