ბიზნესი
01/05/2020

ბიზნესს საქმიანობის გახსნის რეკომენდაციების გაცნობას და შემოწმებაზე განაცხადის გაკეთებას ურჩევენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნესს ეკონომიკური საქმიანობის გახსნის ეტაპების გაცნობას და შემოწმებაზე განაცხადის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

თამილა ბარკალაია აცხადებს, რომ ეკონომიკის გახსნის პროცესის ფარგლებში, მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო.

ბარკალაია ამავდროულად კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობას ურჩევს, რათა მათ შეძლონ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

“ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ეკონომიკის გახსნის პროცესის მდგრადობისთვის ამ ეტაპის გავლა აუცილებელია”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია.

რეკომენდაციები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის

სპეციალური ნებართვა ეკონომიკური საქმიანობისთვის

სარეგისტრაციო ფორმა ბიზნესისთვის