ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ SME-ს წარმომადგენლებისთვის ვებინარები დაიწყო
ბიზნესლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვებინარების სერია “პასუხისმგებლიანი ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის” დაიწყო.
ვებინარების მიზანია მსოფლიო კრიზისულ პერიოდში ქალ ბიზნესლიდერთა პიროვნული და საქმიანობის განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.
ფედერაციაში 70-მდე წარმატებული ბიზნესლიდერი ქალია გაერთიანებული, რომლებიც თავიანთი კომპანიების მაგალითზე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგნლებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ჩაატარებენ სხვადასხვა სახის შეხვედრებს, ვორქშოპებს, ქოუჩინგს, ტრენინგს და ა.შ ისეთ თემებზე, როგორიცა არის „კრიზისის მართვა“, „შრომის ინსპექცია და რეგულაციები“, „მოლაპარაკების უნარები“, „ლიდერობა“, “ქოუჩინგი” და ა. შ.
ვებინარები ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ბიზნესლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რაც ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და დაახლოებით 30 სხვადასხვა თემას და საკითხს მოიცავს.