ბიზნესი
03/12/2020

"ბიზნესი უნდა მოერგოს რეალობას, გამოიყენოს ონლაინ შესაძლებლობები გაყიდვებისა და პარტნიორების მოსაძიებლად"

"პანდემიამ შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, შეცვალა სავაჭრო პალატების მიდგომებიც", - აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას თქმით, მოთხოვნები გაიზარდა ონლაინ სერვისებზე.

"თუ, ადრე, კომპანიები ნაკლებად იყვნენ ონლაინ მომსახურებით დაინტერესებულები, დღეს, სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ამ კუთხით მოთხოვნა დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ წევრი მეწარმეებისთვის ონლაინ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით, რომ შევასწავლოთ ეს პროცედურები და შესძლონ მათ ახალ მოცემულობასთან მარტივად ადაპტირება", -აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, პალატა რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს მოერგონ ახალ მოცემულობას.

"ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს არის მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების მოძიებაზე. ასევე, ვიწყებთ ახალ პროექტს "ევროკავშირი ბიზნესისთვის“, - ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც მოიგო სავაჭრო პალატამ და მისი მიზანია დააკავშიროს ექსპორტიორი კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ვმუშაობთ აქტიურად, რათა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომ ახალ გამოწვევებს მარტივად აუღონ ალღო"-აცხადებს პალატის პრეზიდენტი.

გიორგი პერტაიას თქმით, დღეს უკვე გვაქვს სხვა რეალობა, კომპანიების დიდი ნაწილი, ონლაინ მომსახურებებზე გადავიდა და დარჩება, რადგან არის უფრო იაფი და სწრაფი. ,,სწორედ ამიტომ , ბიზნეს სექტორი უნდა ეცადოს, რომ გამოიყენოს სოციალური ქსელები მაქსიმალურად და ონლაინ შესაძლებლობები მარკეტინგული მიზნებისთვის-გაყიდონ პროდუქცია და იპოვონ ახალი პარტნიორები’’.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022