"ბიზნესი თუ არ ამუშავდა, უცხოეთში წასვლის მსურველებს არ ეყოფათ გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი"
250 000 უმუშევარი, კვების 10 000 ობიექტიდან მუშაობს 700 - ასეთია სარესტორნე ბიზნესში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შედეგი.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, ფინანსური ზარალი კოლოსალურია.
"250 000 უმუშევარი, 10 000 ობიექტიდან მუშაობს 700 და მათგან მხოლოდ 10%-ს აქვს ღია სივრცე. იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი გარეთა სივრცის მოწყობას ვერ ახერხებენ", - განმარტა შოა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკის 8% იყო ამ სფეროზე მოდიოდა, წლიური ბრუნვა კი 3,5 მლრდ დოლარს შეადგენდა, აქედან გამომდინარე გასაგებია რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე.
"ამ შემთხვევაში საუბარია არა თუ ქვეყნის განვითარებაზე საუბარი (როდესაც ეკონომიკის ზრდა -7%-ია), არამედ ხალხის გადარჩენაზე... შესაბამისად, ბიზნესი თუ არ ამუშავდა, საზღვარგარეთ წასვლის მსურველებს არ ეყოფათ არც გერმანია და არც საბერძნეთი და ისრაელი", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაცია მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებლად მიიჩნევენ, ეკონომიკის დროულ, ეტაპობრივ გახსნას. შოთა ბურჯანაძის თქმით, დროულად სრულად უნდა გაიხსნას რესტორნები, გადაიწიოს კომენდანტის საათი და უნდა ამოქმედდეს ზამთრის კურორტები.
შეგახსენებთ, რომ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავენ. მისივე თქმით, შეზღუდვების 80%-ის შემქუბუქება მიმდინარე კვირასვე დაიწყება.