ბიზნესი
18/03/2020

ბიზნესი სოლიდარულია, თუმცა არის გამონაკლისებიც – პრემიერი

გიორგი გახარიას თქმით, ზოგიერთი ცალკე აღებული კომპანიის მხრიდან იყო არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ამ რთულ პერიოდში ცდილობენ, დამატებითი სარგებელი და მოგება უზრუნველყონ თავიანთი თავისთვის.

ამავდროულად პრემიერმა ქართულ ბიზნესში ბევრ სამაგალითო შემთხვევაზე განაცხადა, აღნიშნა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოქალაქესთან და სახელმწიფოსთან ერთად უკვე კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზარდა.

პრემიერმა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმის შექმნაზე განაცხადა.

„ეს იქნება პლატფორმა, რომელზეც, ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საკუთარ ინიციატივებს წარადგენს. იზრდება იმ თხოვნების რაოდენობა, რომლითაც მოგვმართავენ როგორც აქ, ადმინისტრაციაში, ასევე მერიაში და კონკრეტულ სამინისტროებში. შესაბამისად, ამ მიზნით იქმნება პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის მიზანია, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით დავძლიოთ ეს გამოწვევა და კრიზისი. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022