ბიზნესი
20/10/2020

ბიზნესი სახელმწიფოსგან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს - პრემიერი ბიზნესმენებს ხვდება

ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს ხვდებიან.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია. თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე "ბიზნესპარტნიორმა" კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჰკითხა რა არის ამ ეტაპზე მათთვის მთავარი გამოწვევა და რა საკითხების განხილვას აპირებენ პრემიერთან. ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, მათი უმთავრესი მოთხოვნა არსებული საგადასახადო შეღავათების გახანგძლივებაა.

მათივე თქმით, კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესი სახელმწიფოსგან დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს. პრემიერის პოზიცია კერძო სექტორის მიერ დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრაზე წარმოდგენილ ბიზნესმენებს შორისაა "რედიქს ჯგუფის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, "საქართველოს კაპიტალის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და სხვა

Businesspartner