ბიზნესი
17/02/2021
ბიზნესი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის ინიციატიცით გამოდის
კერძო სექტორი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის ინიციატიცით გამოდის. ბრიფინგზე, რომელსაც 10 ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესს ფინანსური რესურსის მოძიების მზაობაც აქვს.
“მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვაცხადებთ მზაობას, ჩავერთოთ ვაქცინის შემოტანის და სწრაფი ვაქცინაციის პროცესში შესაბამისი ბიზნეს კონტაქტების და ფინანსური რესურსის მოძიება-გამოყენებით”,- განაცხადა თბილისი ცენტრალის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა.
ბრიფინგს რესტორატორები, რითეილერები, სასტუმროსა და რესტორნებისა და დისტრიბუტორთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.