ბიზნესფედერაციის "ქალები მომავლისთვის" შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან
ბიზნესფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
ასოციაციის წევრებმა პრეზიდენტს იმ პროექტებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც 2022 წელს ბიზნესფედერაციამ ქალების ხელშეწყობისთვის და მათი გაძლიერებისთვის განახორციელა.
“ქალები მომავლისთვის” მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთი პროგრამის მონაწილე და ინიციატორი იყო, რომლებიც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. თითოული მათგანის მიზანი ქვეყანაში ქალების როლის წინ წამოწევა და მათი გაძლიერება იყო. ბიზნესფედერაცია უშუალოდ ქალების ეკონომიკურ გააქტიურებაზე მუშაობს, რასაც მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტით და გამოცდილების გაზიარებით აღწევს.
გარდა უკვე განხორციელებული პროექტებისა, “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობებიც გააცნეს.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ბიზნესასოციაციას მხარდაჭერა გამოუცხადა საქმეში, რომელსაც საქართველოში ქალების გაძლიერება ჰქვია.