ბიზნეს განათლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის - MINIBOSS-ი საქართველოში შემოვიდა
ნოვაციები საქართველოში - 8 ოქტომბრიდან, ქვეყანაში ფუნქციონირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელი MINIBOSS BUSINESS SCHOOL დაიწყებს, რომელიც მსოფლიოს N 1 ბრენდია ბიზნეს განათლების სფეროში ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
როგორც საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლები ამბობენ, MINIBOSS BUSINESS SCHOOL-მა შექმნა ახალი გლობალური ბაზარი ბავშვთა და ახალგაზრდობის ბიზნეს განათლებისთვის, რითაც საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან რეფორმებს განათლების პარადიგმის, მისი მიზნებისა და მეთოდების მიმართ მიდგომებში. შედეგად, შეიქმნა უნიკალური პროგრამები და ტექნიკა, რომელიც ლიცენზირებული ფრანჩაიზინგის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, მათ შორის - ახლა უკვე საქართველოშიც.
„MINIBOSS-ის მოდელი არის შაბათ-კვირის ბიზნეს სკოლა, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვებს და ახალგაზრდებს თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლებიდან, კოლეჯებიდან და უნივერსიტეტებიდან - შაბათობით დაესწრონ საერთაშორისო ბიზნეს სკოლებს. MINIBOSS-ის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს! კურსდამთავრებულები იღებენ საერთაშორისო დიპლომს, რომელიც მათ კარს უხსნის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა და წარმატებულ, ბედნიერ ცხოვრებაში!“, -განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ოლგა აზაროვამ, საერთაშორისო სკოლა MINIBOSS-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, დღეისათვსის, MINIBOSS BUSINESS SCHOOL-ის გლობალური ქსელი მოიცავს 73 ფილიალს 23 ქვეყანაში: დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე.